logo_geo
eng_logo
რეზო რეხვიაშვილი: ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც ძალადობრივი სისტემის მთავარი სუბიექტია
- +

31 მაისი. 2018. 21:28

 

2011 წლის 26 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რეზო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ეს არის აქცია, რომელიც პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

 

„გულმა ვერ მომითმინა და მივედი აქციაზე. მინდოდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივსულიყავი, მენახა ეს შეუპოვარი კაცი, ეგრძნო, რომ მარტო არ არის, ეგრძნო, რომ ხალხი არ მივატოვებთ, მაგრამ, მაგრამ.. აღმოვჩნდი სულ სხვაგან. აღმოვჩნდი იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, ვისაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, აღმოვჩნდი მკვლელების გვერდზე და ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია. ზვიად კუპრავა, ვინც მე 26 მაისს მარბევდა და ჩემი მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლა და სახურავზე შეაგდო-დენმა დაარტყაო. მე მერე რაც გადამხდა, აღარ ვიძახი. მასწავლიდა, როგორ უნდა დამენგრია სისტემა და როგორ უნდა ამერჩია პროკურორად ნიკა გვარამია. სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვერ დავდგები ძმაო მე იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით. ყველა შვილი ყველას შვილია, შენი შვილიც ჩემი შვილია და ყველა ის შვილებიც ვინც შენს გვერდით მყოფმა ხალხმა ამოხოცა“, - წერს რეზო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner