logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: ვიცი, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა!
- +

31 მაისი. 2018. 22:05

 

 

„ახლა რასაც დავწერ, ვიცი, ბევრს არ მოეწონება, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა!“ - წერს სოციალურ ქსელში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუყურებ ამ ტრაგიკულ მოვლენებს, გამწარებულ, შვილმკვდარ მამას და არანაირად არ მიკვირს, ან, როგორ უნდა გამიკვირდეს, მისი ცას აწვდენილი გოდება?! მაგრამ... მაგრამ...

 

მაგრამ ერთი რამ მიკვირს და მაოცებს - მას, თავად, არაერთგზის გულისტკივილით უთქვამს, რომ მისი სადისტურად მოკლული შვილის მეგობრები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მტკიცებულებების ნაკლებობა პროკურატურას ხელს უშლის... მაშ რა ხდება? რატომ მკვლელები მის გვერდით? რატომ? მისი შვილის ის მეგობრები, რომელნიც საჭირო დროს, მის გვერდით არ დადგნენ, დღეს რუპორით გვერდით როგორ დაიყენა?

 

პ.ს. ... და მოსამართლის მიმართ რომ არ აქვთ პრეტენზია, ის ცალკე თემაა კიდე...“ - წერს შორენა სიხარულიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner