logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: „სისტემა უნდა დაინგრეს“ რომ გაიძახით, ადამიანის თუ არა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ?
- +

31 მაისი. 2018. 22:06

 

 

„ბატონო ზაზა, თქვენს ტკივილს და პროტესტს იზიარებს დღეს მთელი საქართველო, მაგრამ ვერ შევძლებთ მე და ჩემნაირები ვიდგეთ მანდ, ვიდრე თქვენს სამართლიან ბრძოლას უსამართლო, ნამუსგარეცხილი პოლიტიკოსები სათავისოდ იყენებენ“, - ასე მიმართავს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს.

 

„იქნებ გვითხრათ, რომელი სისტემა უნდა დაინგრეს? სისტემა სადაც მედია არაა თავისუფალი? სადაც სასამართლო მმართველი პოლიტიკური პარტიის საკუთრებაა? სადაც საზოგადოებას სასტიკად უსწორდებიან აზრის გამოხატვის გამო და გვამებს ჯიხურის თავზე აწყობენ? სადაც საჯარო მოხელეებს კრიტიკული აზრის გამო სასახურებიდან ყრიან? სადაც პოლიციის მაღალჩინოსნები უმოწყალოდ კლავენ ახალგაზრდებს? სადაც ხელისუფლებას „კარწინკისთვის“  ორი-სამი გვამი სჭირდება??

 

თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ კბილებაკაწკაწებულო რევანშისტებო? 

 

ის, რაც მოხდა, შემზარავია-დღისით, მზისით ათობით მოწმის თვალწინ მოკლეს ორი ბავშვი, მისმა მეგობრებმა სიმართლის თქმას „ძველი ბიჭობა“ არჩიეს, უკვე ექვსი თვეა გამოძიება პასუხს ვერ სცემს კითხვებს. არც ახლა და არც არასდროს არ უნდა დავხუჭოთ თვალი უსამართლობაზე და უნდა ვიყოთ სოლიდარულები. 

 

მაგრამ აი, თქვენ, „სისტემა უნდა დაინგრეს“ რომ გაიძახით, ადამიანის თუ არა, ღმერთის მაინც არ გეშინიათ? უმწეო, გამწარებული ადამიანის პროტესტის ფონზე თქვენს ბინძურ ზრახვებს როგორ ამზეურებთ?

 

ბატონო ზაზა, თქვენს ტკივილს და პროტესტს იზიარებს დღეს მთელი საქართველო, მაგრამ ვერ შევძლებთ მე და ჩემნაირები ვიდგეთ მანდ, ვიდრე თქვენს სამართლიან ბრძოლას უსამართლო, ნამუსგარეცხილი პოლიტიკოსები სათავისოდ იყენებენ“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner