უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით უარყოფს.
„კატეგორიულად უარვყოფ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი პროკურორის პოსტზე ჩემს კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს „რუსთავი 2“-ის მხრიდან მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - წერს ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.