logo_geo
eng_logo
„ნიკა, ცოტა ტონი შეარჩიეთ, როდესაც მე მესაუბრებით“ – ინგა გრიგოლია მელიას დაუპირისპირდა!
- +

31 მაისი. 2018. 23:04

 

 

 

„როდესაც პარალელურად „facebook-live“ მიდის, ძალიან ბევრი კომენტარები მომდის, რომ „ნაცნოძრაობა“, რომელიც თავისი მმართველობისას უამრავ დანაშაულს ჩადიოდა, ახლა ამ ყველაფერზე როგორ უნდა საუბრობდესო?” – ამ რეპლიკით მიმართა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, რომელიც რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდა. 

 

ჟურნალისტის კითხვამ ნიკა მელია გააღიზიანა:

 

„რაზე მელაპარაკებით?! – რაც იყო და როგორც იყო გადაღეჭილი გვაქვს... ამაზე ათასჯერ მე პირადად მითქვამს... ქალბატონო ინგა, ეს რა შუაშია?! სულ როგორ შეიძლება ერთი და იგივე კითხვებს სვამდეთ?! გითხარით, რომ აქ პირველ რიგში ვდგავარ, როგორც სანდრო მელიას მამა და გირგვლიანის საქმეს ჩემს ოჯახთან ერთად ვაპროტესტებდი. რას მეუბნებით ახლა ქალბატონო?“, – მიმართა მელიამ, რომელიც საკმაოდ ხმამაღალ ტონალობაში საუბრობდა, რაზეც ინგა გრიგოლიამ მიუგო: „უკაცრავად, ცოტა ტონალობა შეარჩიეთ, როდესაც მე მესაუბრებით. მე ვიყავი დღეს ამ აქციაზე, ნუ მელაპარაკებით ამ ტონით!“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner