უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„რუსთავი 2”-ს ვუყურებ და მახსენდება მამას დაჭერის პრეისტორია, „რუსთავი 2“-მა ხომ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა... მერე 10 წელი იმ უსამართლობას, როგორც აშუქებდა დაგავიწყდათ ხო?! „რუსთავი 2“-ს 10 წლის განმავლობაში ერთხელ არ გაუშუქებია ბუტას ამბავი, სანდროს ამბავი, ვაზაგაშვილის ამბავი და ახლა 24-საათიან რეჟიმში აშუქებს მოწოდებებს მთავრობის გადადგომაზე და მერე ალბათ მიშას ჩართავენ ისევ პირდაპირ ეთერში. ეს ტელევიზია ქვეყნის სირცხვილია!
იცით რა, ვინც ჩემი მეგობრები დგახართ მანდ, ცოტა გონზე მოდით! „ნაცებს“ რევოლუცია არ გამოუვათ! რა ლოზუნგებს ისმენთ?! აქციაზე წესით უნდა მოითხოვონ გამოძიება სამართლიანი, დამნაშავეების შესაბამისი პასუხისგებაში მიცემა. ძირს ხელისუფლება ლოზუნგი რა შუაშია?! გადატრიალება ამ ქვეყანაში არავის გამოუვა! ბუტა რობაქიძეს და გვირგვლიანის საქმეზე ბევრს რომ ლაპარაკობთ, მაშინ ჩვენ რომ დავდიოდით აქციებით ქუჩა- ქუჩა სად იყავით? განსხვავება მაშინ იცით რა იყო? – ჩვენ ვითხოვდით მთავრობის შესაბამისი პირების დასჯას იმიტომ, რომ ბუტა რობაქიძე, გირგვლიანი და ვაზაგაშვილი მერაბიშვილის დაკვეთით მოკლეს! საშინელებაა, როცა გამოძიება სწორად არ მიმდინარეობს და სწორია, როცა ვითხოვთ გამოძიებას სამართლიანად და ვინც არ გამოიძია სპეციალურად საქმე, ის პირები უნდა გადადგნენ და გადადგა კიდეც გენ-პროკურორი. თუ კიდევ ვინმე არის გარეული ისინიც უნდა დაისაჯონ და გამოიძიონ ნორმალურად, ასევე, სასამართლო უნდა გაიწმინდოს ისეთი მოსამართლეებისაგან როგორიც არის – ეკა არეშიძე, ეს არის ერთ- ერთი მოსამართლე, რომელმაც მამაჩემს გამოუტანა განაჩენი, აი, ასეთი მოსამართლეები კორუმპირებულები და ძარღვგაწყვეტილები აღარ უნდა იყვნენ სასამართლო სისტემაში, მაგრამ რა შუაშია გადატრიალებისკენ და ამბოხებისკენ მოწოდება? ნუ ასხავთ “ნაცების” სუბელიანების წისქვილზე წყალს! შვილმკვდარი მამის ტკივილს რომ იყენებენ და კბილებს ილესავენ აქ რამე არიოს! ახლა ტელევიზორში ვიღაც დეგენერატი მერაბიშვილის ქებაშია პირდაპირ ეთერში 22:15 -ზე და თურმე მერაბიშვილის პოლიტიკაა მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის… აწი, ვინც ამათ დაკრულზე ივლით და ტაშს დაუკრავთ, ნუ იტყვით, რომ ეს ქვეყანა გიყვართ! ნუ ახსენებთ ბუტა რობაქიძეს! სანდრო გვირგვლიანს! იურას და ზურა ვაზაგაშვილებს! თქვენ ამის უფლება იმ წუთიდან აღარ გაქვთ როცა 22:15 – წუთზე იმ აქციაზე მერაბიშვილსა და მის პოლიტიკას აქებდნენ… სირცხვილია! სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ მე რუსთაველზე არ მოვისმენ მერაბიშვილის ქებას და სხვისი მოკლული შვილების სისხლით გასვრილი “ნაცი” პოლიტიკოსების გვერდით არ დავდგები!” – წერს ირინა ბათიაშვილი.