„პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს მირზა სუბელიანს საქართველო არ დაუტოვებია“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მირზა სუბელიანის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ ინფორმაცია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გავრცელდა.