logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: არაფერზე უკან არ დავიხევთ, მათ შორის ხისტ გადაწყვეტილებებზე
- +

1 ივნისი. 2018. 00:42

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძვირფასო საზოგადოება, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო, შვილებო და მშობლებო, მოგმართავთ როგორც ერთ-ერთი თქვენთაგანი და გარწმუნებთ, რომ ამ მნიშვნელოვან პროცესს მთელი ამ ხნის განმავლობაში სუნთქვაშეკავებული უდიდესი ყურადღებით ვადევნებთ თვალს.

 

და სწორედ იმიტომ, რომ განუხრელად ვემხრობით კანონის უზენაესობას და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის ჩაურევლობის და აუღრევლობის პრინციპს, მიგვაჩნდა, რომ უნდა დავლოდებოდით სასამართლოს ვერდიქტს.

 

ახლა, რა მოვისმინეთ სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი, ჩვენ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია დღესვე, რომელიც იქნება პირუთვნელი და შეუვალი.

 

ჩვენ ჩვენი ღირსების საქმედ და მისიად მიგვაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც აქვს სამართლიანი მოთხოვნა ჩვენს ქვეყანაში რომ იპოვოს სამართალი, უნდა მიიღოს ის!

 

მათ შორის არის ზაზა სარალიძეც.

 

რადგან დღეს მოსამართლისა და ბრალმდებლის პოზიციები გაიყო და შესაბამისად მთავარი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი, თითოეული ჩვენგანის ვალია მოახდინოს სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, იმისთვის რომ სამართალმა იხილოს დღის სინათლე და ეს სამართალი უნდა იყოს მთელი საზოგადოებისთვის მისაღები.

 

ჩვენ არაფერზე უკან არ დავიხევთ, მათ შორის ხისტ გადაწყვეტილებებზე და ნებისმიერი თანამდებობის პირი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებისა და ჩვენს წინაშე იქნება ყოველგვარი თანამდებობრივი თუ სხვა იმუნიტეტის გარეშე.

 

„ქართული ოცნების“ გუნდის ძალა სწორედ იმაშია, რომ ჩვენ გვესმის ხალხის ხმა და არასოდეს გვავიწყდება, რომ სწორედ ჩვენ ვემსახურებით ხალხს და არა პირიქით.

 

დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ როდესაც ადამიანის, მოქალაქის უფლებები და კანონიერი ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშაა, ჩვენ ვდგებით პოლიტიკაზე მაღლა (დამეთანხმებით ეს შემადგენელი ოპოზიციური ძალების მხრიდან მუდმივად გაყვებოდა შლეიფად ამ პროცესს) და ვიღებთ გადაწყვეტილებას ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ.

 

ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ რადაც და ვინადაც არ უნდა დაჯდეს ეს საქმე!

 

ამას ვაცხადებ როგორც მამა, მშობელი და ამ ქვეყნის მოქალაქე“, - წერს ბექა ოდიშარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner