logo_geo
eng_logo
აკადემიკოსები ივანე კიღურაძის ინიციატივას აპროტესტებენ!
- +

4 მაისი. 2016. 13:50


თბილისის მეცნიერებათა აკადემია დეპუტატ ივანე კიღურაძის ინიციატივას აპროტესტებს. მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მიმართავენ:


„ბატონო დავით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისათვის პარლამენტის ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი, რომ პარლამენტის ბიურომ განიხილა პარლამენტარ ი. კიღურაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით შეტანილი პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული საკითხი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის - არც საერთო კრებისა და არც აკადემიური საბჭოსთვის, არც აკადემიის პრეზიდენტისა და არც ცალკეული წევრებისთვის არ იყო ცნობილი. რამდენადაც გამოირკვა, პროექტი არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არ ყოფილა შეთანხმებული. გამომდინარე აქედან გთხოვთ, შეაჩეროთ პროექტის განხილვა აკადემიის საერთო კრების მიერ საკითხის განხილვამდე.

 

პატივისცემით,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.

 

ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

 

აკადემიკოს-მდივანი აკადემიკოსი, ირაკლი ჟორდანია". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner