ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ზაზა სარალიძემ უნდა იცოდეს: სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, როინ შავაძის, მარად ართმელაძის, რომან სურმანიძის, მურად გორგაძის, დათო ცინდელიანის, პაატა ქარდავას, სერგო თეთრაძის მკვლელებთან ერთად სამართალს ვერ იპოვის! მას სამართლის პოვნა მხოლოდ ქართველ ხალხთან ერთად შეუძლია! მკვლელები და გამაუპატიურებლები, რომლებმაც ქართველი ხალხი სისხლის ცრემლებით ატირეს, ზაზა სარალიძემ გვერდიდან უნდა მოიშოროს!“ - წერს ჯაბა ხუბუა.