logo_geo
eng_logo
ნინო ხაჩიძე: მაშინ გვარამიამ არ მიპასუხა... დღეს როგორი თავგადაკლულია...
- +

1 ივნისი. 2018. 01:49

 

 

ჟურნალისტი ნინო ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნიკა გვარამია რომ განათლების მინისტრი იყო – მაშინ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა ზერეკიძე, რომელმაც ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში საპატიმროდან, წესით, უნდა გაეშვათ. ასეთი იყო მაშინ მოქმედი წესი. არ გაუშვეს და მე გვარამიას, განათლების მინისტრს, ვკითხე, როგორ აფასებდა სასჯელაღსრულების სისტემის ამ გადაწყვეტილებას და რატომ არ მოითხოვა ზერეკიძის უფლებების დაცვა.

 

გვარამიამ არ მიპასუხა – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ მინდა და იმ ამბის ამოქექვაო. მისი პრესმდივანიც ესწრებოდა ამ ინტერვიუს.

 

დღეს როგორი თავგადაკლულია.

 

შექსპირი ისვენებს, ან საფლავში ბრუნავს“, - წერს ნინო ხაჩიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner