მამაკაცი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ერთ–ერთ გამომსვლელს ფიზიკურად დაუპირისპირდა, სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ახალგაზრდა მამაკაცის გაღიზიანება გამოიწვია ერთ–ერთმა გამომსვლელმა, რომელმაც საპატრიარქოსგან მხარდაჭერა მოითხოვა. მისმა ამ განცხადებამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე გააღიზიანა და მან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა გამომსვლელს.
აღნიშნული პირი აქციის მონაწილეებმა ხალხს გაარიდეს, თუმცა ფიზიკური დაპირისპირება მაინც მოხდა. ამჟამად ინციდენტი ამოწურულია.