„გამწარებული კაცის მოქმედებების პროგნოზირება ძნელია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ზაზა სარალიძე კიდევ გაანალიზებს იმას, თუ რა ხდება მის ირგვლივ, რითი დაიწყო და სად მიჰყავთ იგი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველა დამნაშავე გამოვლინდება მალე და დაისჯება მკაცრად, მაგრამ იმ საბედისწერო ჩხუბის ყველა თვითმხილველი არის პასუხისმგებელი, ვიდრე ხმას არ ამოიღებენ და სიმართლეს არ იტყვიან და რასაც ვუყურებ, ერთი მოწოდებაც არ გაჟღერებულა აქციაზე მათ მიმართ, ვისაც შეუძლია დათო სარალიძის მკვლელები ხვალვე გამოავლინოს.
სამაგიეროდ, ალალი გამომსვლელების გვერდით ბევრი სიყალბეც, ბევრი ტყუილიც ისმის, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს – პატარა ბიჭის მკვლელობაზე ბინძური კამპანია ააგორონ და ამ გზებით მიაღწიონ დესტაბილიზაციას და არეულობას. არ გამოვა. არა“, - წერს კვაჭანტირაძე.