logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: უნდა თუ არ უნდა სარალიძეს, ის უკვე იარაღად აქციეს „ნაციონალებმა“
- +

1 ივნისი. 2018. 04:30

 

 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმიანება:

 

„ადამიანის ტრაგედიაზე აწყობილი მიტინგი ნელ-ნელა „ნაცების“ რევანშისტულ განცხადებებში გადადის. უნდა თუ არ უნდა სარალიძეს, ის უკვე იარაღად აქციეს.

 

მივიდა კვირიკაშვილი, ბავშვებმა ჯერ ტაში დაუკრეს, შემდეგ „ნაცების“ მონდომებით ტაში სტვენაში გადაზარდეს, პრემიერს კი „ნაცებმა“ ბოთლების სროლა დაუწყეს... აღარ უნდა ამ აქციას თავის და ბოლოს ძებნა, ამ ფაქტის შემდეგ მიტინგი გადაიქცა „ნაცების“ პოლიტიკურ ასპარეზად“, – წერს უძილაური.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner