logo_geo
eng_logo
ანა გოჩაშვილი: დედებო, თქვენმა შვილებმა იციან ვინ გააუბედურა ეს ორი ოჯახი! აიძულეთ, ითანამშრომლონ გამოძიებასთან!
- +

1 ივნისი. 2018. 03:30

 

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მთელი ბავშვობა მახსოვს, მეგობრებთან პატარა კინკლაობის დროსაც დედაჩემი სულ რომ მართალი ვყოფილიყავი, მაინც მე მადანაშაულებდა. სულ მწყდებოდა გული არასდროს ხელს რომ არ მაფარებდა და არ მამართლებდა...

 

ახლა ვხვდები რამდენად სწორი იყო მისი ეს დამოკიდებულება...

 

დედებო, თქვენმა შვილებმა იციან ვინ გააუბედურა ეს ორი ოჯახი! აიძულეთ, უთხარით ითანამშრომლონ გამოძიებასთან!

 

ნუ აფარებთ ხელს, ნუ! ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი ტკივილისგან, მაგრამ ამით თქვენ სხვის სიცოცხლესაც არ უფრთხილდებით!

 

მკვლელები აუცილებლად უნდა დაისაჯონ!“ - წერს ანა გოჩაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner