მსახიობი ედმონდ მინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გულწრფელად მინდა ვიდგე ზაზა სარალიძის გვერდით, გულწრფელად განვიცდი ამ კაცის მდგომარეობას და ბედს, სახალხოდ ვუცხადებ სოლიდარობას, სიამოვნებით ვიბრძოლებდი მის მხარდამხარ სიმართლის დასამტკიცებლად, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ უმკაცრესად. მაგრამ მე ვერ დავდგები, პროკურორი გვარამიას გვერდით, ნაციონალური ბანდის და ზონდერების გვერდით, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების გვედრით, რომლებიც უტიფრად იყენებენ ამ ტრაგედიას თავიანთი პირადი ინტერესებისთვის. მათ გახრწნილ სახეებზე მკვეთრად იკითხება ჩასაფრებული მუქთახორების ინტერესები. ისეთი სახეებით დგანან, რომ თითქოს სუფთა და უმწიკლო წარსულით ამაყებს, ძალიან ადარდებთ ქვეყნის მომავალი და ამ საწყალი კაცის ბედი. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში შეჭამეს და გამოღრღნეს უბედური საქართველო და ქართველები, გულის სიღრმეში როგორი ბედნიერები არიან, როცა ამ ტრაგედიას შესცქერიან, მელაკუდებივით გამოძვრნენ ბუნაგებიდან და ერთი სული აქვთ თავის ლუკმას როდი გაწიწკნიან, ლუკმას რომელიც შეუჭმელი დარჩათ, ვერ „გამძღარი გამუმაძღრები“ უტიფარი საზოგადოება.
გულწრფელად ბოდიშს ვუხდი ბატონ ზაზა სარალიძეს, რომ ვერ ვდგავარ მის გვერდით, მხოლოდდამხოლოდ ზემოთხსენებული „ინტელიგენციის“ გამო.️ იმედს ვიტოვებ, რომ დროზე მოეგება გონს შესაბამისი ორგანოები, მოვუწოდებ პროკურატურას, დროზე გამოიძიონ დეტალურად ეს საქმე, მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ცოტა მაინც შეუმსუბუქებენ ზაზა სარალიძის ოჯახს ტკივილს, მხოლოდ იმით, რომ დამნაშავეები უმკაცრესად იქნებიან დასჯილები. განურჩევლად ყველა. უნდა გაიმარჯვოს სამართლიანობამ, სინდისმა და არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დანარჩენმა პოლიტიკურმა ბრბომ, რომლებიც კბილებალესილი, ნერწყვის ყლაპვით, შესცქერიან ამ საზარელ სანახაობას, როგორც „ალიგატორები“ მსხვერპლს“, - წერს ედმონდ️ მინაშვილი.