logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: იმისთვის არ გვიბრძოლია, ამ კაციჭამიებს სისხლის გუბეები დავაყენებინოთ!
- +

1 ივნისი. 2018. 03:32

 

 

„იმისთვის არ გვიბრძოლია, ამ კაციჭამიებს სისხლის გუბეები დავაყენებინოთ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„კუპრავა რომ ფსიქიურად ავადაა, ნათელია. აქცია ისტერიულ და ირაციონალურ ვაკხანალიად გადაიქცა. ისტერია მიზანმიმართულად ღვივდება ორი ტელევიზიის მიერ. „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს გეგმავს.

 

„ქართული ოცნების“ გაურკვეველმა და ქცევამ „ნაცების“ გვერდით, საკუთარი აქტივის გარდა, უამრავი აღშფოთებული ადამიანი დააყენა.

 

ზაზა სარალიძე ამ აღშფოთების ასაფეთქებელ ნაპერწკლად იქცა და მისი მოთხოვნები გასდა ყოველგვარ რეალიზმს.

 

და კიდევ.

 

თუ ეს მარაზმი გაგრძელდება და ამ ტრაგედიის გამოყენებას „ნაცები“ და მათი მოკავშირეები ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენებენ, მზად უნდა ვიყოთ კონტრზომებისთვის.

 

იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ამ კაციჭამიებს ახალი სისხლის გუბეები დავაყენებინოთ“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner