საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში წერს:
„პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შვილმკვდარ მამასთან მივიდა!
დარწმუნებული ვარ ტრაგედიის და ემოციის მიუხედავად ის თავად გამიჯნავს საკუთარ თავს იმ ადამიანებისაგან, ვინც მისი შვილის და თანატოლი ბიჭების ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს ...
სამართალი უნდა აღსრულდეს და აღსრულდება!“ - წერს ლევან კობერიძე.