რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველაზე დიდი ცინიზმი „ნაციონალების“ რუზრუზია ამ უბედური ადამიანის გარშემო.
უზნეობაა, კომენტარი აკეთოს ბარამიძემ, რომელმაც აფრასიძეების მთელი საგვარეულო ამოჟლიტა!!!!
როგორ ბედავენ ეს გარეწრები ხმის ამოღებას?
გირგვლიანს, ვაზაგაშვილს და უამრავ სხვა ჩახოცილ ბიჭს ვინ მოუშთო სიცოცხლე!!!
დიდო ვაჟკაცო ქართველებო, დედებო და მამებო!
მიიყვანეთ თქვენი დამნაშავე შვილები და ჩააბარეთ გამოძიებას! ნუ აჰკიდებთ მთელი სიცოცხლე ცოდვას და ნუ გაწირავთ თქვენს ოჯახებს!
იცოდეთ, ბუნება ბოროტებას დაუსჯელს არ ტოვებს!!!“ - წერს დოლიძე.