„მარშალპრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ ხალხს შეუძლია, ნებისმიერი ტრაგედია ტაკიმასხარაობად აქციონ. მოკლედ, მიჰა ხო ამბობდა, 5-კაციანი ჯგუფებიო, ადრე ამბობდა, „ტრუპი“ გვჭირდებაო, ჰოდა, რევოლუციას რა უნდა, რა უნდა... - გულში ღოღინებს კუპრავა, ერთი კაი გვამი უნდა, ხომ უნდა? კი უნდა, ჰოდა მერე აქციაზე ტირირამ-ტირირამ. გული მერევა უკვე ამ საცოდაობაზე. ნათელაშვილმა რა იკადრა დილას, ეგეც არ ამომდის თავიდან, კამერას ეხვეწა, გადამიღე, როგორ ჩავეხუტები სარალიძესო. ყველაზე მეტად ეს ადამიანი მეცოდება, რომელმაც სამართალი ჯერ ვერ იპოვა და მისი გარდაცვლილი შვილის სახელს ეს სვავები რომ დასევიან. რა პოლიტიკა, ეს პოლიტიკა არ არის! ეს არაადამიანობის უბანძესი გამოვლინებაა და კუპრავა კუპრში მოიხარშება, იქ მიჰასთან ერთად ჯოჯოხეთში რომ წავა“, - წერს სტეფანიშვილი.