facebook-მომხმარებელი ხატია კალანდაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გული მისკდება, ისე განვიცდი და ეს ყველაფერი გულწრფელად ასეა. აქციაზე ყველა მოქალაქე მაგ განწყობით იდგა, გარდა ამ, არ ვიცი, როგორ უნდა მოვიხსენიო, ხალხის. გეყოფათ პოლიტიკური პიარის კეთება შვილმკვდარი მამის ხარჯზე. ხალხი თავის სათქმელს ამბობს და თქვენ არ სჭირდებით, თან თქვენ, რომელთა „ბექგრაუნდი“ ყველას გვახსოვს“, - წერს კალანდაძე.