logo_geo
eng_logo
„ენგურჰესმა“ მუშაობა განაახლა
- +

1 ივნისი. 2018. 12:59

 

„ენგურჰესი“ სრული დატვირთვით დღეს საღამოს ამუშავდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ჰიდროელექტროსადგურის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა, ხუთშაბათს, გვიან საღამოს ჩაირთო 2 აგრეგატი, პარასკევს კიდევ ერთი.

 

„საღამოს ჩაირთვება მე-4 აგრეგატიც და მუშაობა სრულად აღდგება. მთავარია, რომ საერთო სასადგურე პრობლემა მოგვარებულია და ავარიისწინა რეჟიმიც აღდგენილია“, - განაცხადა ხუბუამ.

 

„ენგურჰესი“ ავარიულად 24 მაისის 20:11 საათზე გაითიშა, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონსა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner