logo_geo
eng_logo
გიგა ოთხოზორიას მამის დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია დაფარავს
- +

1 ივნისი. 2018. 13:52

 

გიგა ოთხოზორიას მამის, ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალება ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიუსამძიმრეს. ლევან შონიამ და ლაშა გოგიამ გიგა ოთხოზორიას დედას თანადგომა გამოუცხადეს.

 

ზურაბ ოთხოზორიას დაკრძალვის ხარჯებს, ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.

 

ზურაბ ოთხოზორია დღეს დილით გარდაიცვალა. ის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში 29 მაისიდან იმყოფებოდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner