„საოცარი კაცი ყოფილა ეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი..." - წერს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „facebook"-გვერდზე.
„საოცარი კაცი ყოფილა ეს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი... მთელი დღეა მეუბნება, ავად ვარ და ვწევარო, კომენტარსაც ვერ გავაკეთებო, ისე ცუდად ვარო და არ გამოიჭიმა უცებ „არჩევანის" ანონსში? არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი პატარა არხისთვის უნდა მიეცა ინტერვიუ და არა დიდი, ნაციონალური არხისთვის, მაგრამ რას იტყუები, რომ იტყუები, შე კაი კაცო... მთლად ანონსში რომ გამოგჭიმეს და რომ გნახავდით, არ გიტყდება? ავად ვარო, ნუღა იტყუები.
აი, ამ ტყუილის მერე რატომ უნდა დავუჯერო?" - წერს გრიგოლია.