logo_geo
eng_logo
ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი სავარაუდოდ, ერთ-ერთი ძიუდოისტის დაჭრის ბრალდებით არის დაკავებული
- +

1 ივნისი. 2018. 15:11

 

ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება სავარაუდოდ გუშინ, აღმაშენებლის გამზირზე, „მაკდონალდსთან“ მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით. უწყებაში ადასტურებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner