ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მაჩალიკაშვილი რომ ამბობდა, თავი უნდა ავიფეთქოო, ამიხსენით, რა ულტიმატუმია, ტერაქტს გვიპირებს?! იქნებ დღეს მოუნდა აქციაზე შაჰიდობა! ხელისუფლებავ, არ აქცევთ ამ საშიშ განცხადებას ყურადღებას?“ - წერს ჯღარკავა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.
„მე და ჩემს ასეულობით მეგობარს გადაწყვეტილი გვქონდა, მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ქართველი ერის სიყვარულის გამო!“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.