logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: შსს და სუს-ი, რას აკეთებთ, ხალხნო! ამ განცხადებაზე ველოდები თქვენს პასუხს!
- +

1 ივნისი. 2018. 15:51

 

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სად ხართ, უფლებადამცველებო, არასამთავრობოებო, ხმა ამოიღეთ, თუ თქვენთვის, გვამების დათვლა უფრო ადვილია?!..

 

ეს ინფორმაცია ახლახან წავიკითხე და სრული შოკი მივიღე...

 

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, ღიად თქვა და განაცხადა: „რამდენიმე ადამიანთან ერთად მე გადაწყვეტილი მქონდა სუს-ში თავის აფეთქება“-... ფაქტია, რომ ამ ადამიანმა, გარკვევით, ყველანაირი ძალდატანებისა და ზეწოლის გარეშე განაცხადა, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, ის რამდენიმე ადამიანთან ერთად თავის აფეთქებას რომ აპირებდა...

 

ეს ინფორმაცია კი გავრცელდა, მაგრამ მის მნიშვნელობასა და საშიშროებაზე რატომღაც ყურადღება არავის გაუმახვილებია, სამწუხაროდ... ასევე, არც ერთ ჟურნალისტს და არც ერთ უფლებადამცველს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ამ დანაშაულებრივ განცხადებაზე ყურადღება არ გაუმახვილებია... სამწუხაროდ... საინტერესოა და, ნეტავ რატომ? ჩვენი „ენჯეოშნიკები“, - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ, ყველაზე ყურებდაცქვეტილობითა და სიფხიზლით გამოირჩევით თითქოს და ახლა რა მოხდა? თუკი ყველაფერი გესმით, ყველაფერს ამჩნევთ და არაფერი არ გამოგეპარებათ, რაღა მაინცდამაინც ამ ადამიანის, მაჩალიკაშვილის მიერ, აღიარებით, წინასწარ გაცხადებული ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაზე განცხადება გამოგრჩათ ყურადღების არეალიდან? თუკი მაჩალიკაშვილმა დაგეგმილი და შემდეგ გადაფიქრებული ტერაქტის შესახებ დაუფარავად გვამცნო... ხალხნო, რატომ ვხუჭავთ ამაზე თვალებს და ვიყრუებთ თავს? რატომ არ გაგიჩნდათ ადეკვატური კითხვები, რატომ თქვა მან ეს, მისი და სხვისი სიცოცხლისთვის საშიში ინფორმაცია და თან რომ გაავრცელა?

 

იქნებ, ამ ადამიანის აქციაზე გამოჩენა მართლა საშიშია? თუ თქვენი მხრიდან, უფრო ადვილი და მისაღებია ტერორისტული აქტის შემდეგ დახოცილი ადამიანების გვამების დათვლა და ვიშ-ვიში? დანაშაული სანამ მოხდება, მანამდე უნდა აღიკვეთოს, თორემ, რომ მოხდება, შემდეგ ვერაფერს ვერ უშველით... თუმცა, არასამთავრობოებთან რა საქმე მაქვს, როცა ამ თემაზე არც ერთ სამართალდამცავს ყურადღებაც კი არ გაუმახვილებია... შსს და სუს-ი, რას აკეთებთ, ხალხნო, იცით??? ამ განცხადებაზე ველოდები თქვენს პასუხს, მე, ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელსაც მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ აფეთქებული სუს მართლა არ მინდა და არ მჭირდება... მშვიდობიანი ქვეყანა მინდა, ბატონებო, და ხალხი სწორედ ამ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში გიხდით თქვენ ხელფასს, ეს კარგად დაიმახსოვრეთ და არ დაგავიწყდეთ!

 

აბა, შეკითხვების დონეზე, ახლა მეც ვაპროტესტებ მაგ უბინძურეს და საშიშ განცხადებას, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.... მთავარია, ყველა მსგავს განცხადებას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს და მინიმუმ, წუხელ თუ არა, დღეს მაინც ეს ადამიანი დასაკითხ სკამზე უნდა მჯდარიყო და უნდა ეკითხებოდეთ, რას ნიშნავს მისი გაკეთებული განცხადება და ამ ტერორისტული იდეებით აღჭურვილ ადამიანს, სავარაუდოდ, კიდევ ხომ არ მოუვა თავში აზრად ანალოგიური დანაშაულის ჩადენა? არსებობს საერთოდ ამის გარანტია, რომ ეს არ მოხდება? გარანტია გვაქვს კი, ეს გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი კიდევ არ მოისურვებს მსგავსი დანაშაული ჩადენას და დაპირებულ მუქარას არ შეასრულებს?

 

და ბოლოს... მალხაზ მაჩალიკაშვილის ნამდვილი, რეალური მენტალობის, ცხოვრების წესისა თუ შეხედულებების გამჟღავნება და მისი სააშკარაოზე გამოტანა თავადვე მოახდინა... ლუსტრაცია, პრაქტიკულად შედგა და მიჩნდება აზრი და საფუძვლიანი ეჭვიც, რომ იმ ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაში ამ ადამიანის მენტალობამ დიდი როლი შეასრულა... ალბათ, მან ყველაზე უკეთ იცის, თავად ვინ არის, რას წამოადგენს, რა ცხოვრებით იცხოვრა და იმ ხალხს მართლა არ უნდა ელაპარაკოს მუქარის ტონით, ვისაც მისთვის არაფერი დაუშავებია... დანარჩენი, რეალობა და სიმართლე, ყველაზე უკეთ მან იცის... დეტალებზე კი, გარკვეულ მიზეზთა გამო, თავს შევიკავებ, დანარჩენი მის სინდისზე იყოს!“ - წერს ლიპარტელიანი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner