logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება შეძლებისდაგვარად შემჭიდროებულ ვადაში იქნება მიღებული
- +

4 მაისი. 2016. 15:53


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე  გადაწყვეტილება შეძლებისდაგვრად შემჭიდროებულ ვადაში იქნება მიღებული. ამის შესახებ ზალკალიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან ვიზის ლიბერალიზებასთან დაკავშირებით არავითარი ახალი წინაპირობა არ არსებობს.


„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან მიმართებაში, შეასრულა. ჩვენ ვართ  გაცილებით წინ ამ მიმართულებით. ეს აღიარებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში მიღებული იქნება შესაძლოდ შემჭიდროებულ ვადაში. არანაირი ახალი წინაპირობა არ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან", - განაცხადა ზალკალიანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner