logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე!
- +

1 ივნისი. 2018. 17:26

 

პორტალ „კვირას“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის გუშინდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რას ნიშნავს ეს??? მეშლება თუ ამ ადამიანმა საჯაროდ, ამდენი ადამიანის თვალწინ აღიარა, რომ ტერაქტს გეგმავდა? ვინ არის გარანტი იმის, რომ ერთ დღესაც მსგავსი აზრი კვლავ არ გაუჩნდება და რაიმე უბედურებას არ დაატეხს ქვეყანას? აქ ძალიან კარგად გამოჩნდა მისი სახე! ეს არ უნდა დარჩეს ხელისუფლებას ყურადღების მიღმა! ეს არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე!!!“ - წერს ხოსიტაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

 

„მე და ჩემს ასეულობით მეგობარს გადაწყვეტილი გვქონდა, მივსულიყავით სუს-ში და თავები აგვეფეთქებინა, მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ქართველი ერის სიყვარულის გამო!“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner