პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და პარლამენტთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მეც ვიყავი შვილებთან ერთად იმ აქციაზე... უამრავი ჩვენი მომხრე იყო იქ... ზაზა სარალიძემ უნდა იცოდეს, რომ ხალხი დადგა მისი შვილის გვერდით... ხალხმა არ დატოვა ის მარტო... დანარჩენი მის სინდისზეა! ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ესმის ხალხის ხმა... რომ ანგარიშს უწევს საზოგადოების პოზიციას! ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა!!!
ახლა როგორ დაიცავს მამა შვილს, მიუგდებს თუ არა პოლიტიკოსებს საძიძგნად, მისი გადასაწყვეტია და მისი ღირსების საქმეა...
გავმეორდები! შვილს, მკვდარსაც და ცოცხალსაც ღირსეულად სჭირდება დაცვა!“ - წერს ხოფერია.