logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენი მიზანია, ჭეშმარიტება დადგინდეს და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს!
- +

1 ივნისი. 2018. 20:00

 

„თითოეული ჩვენგანი თანამოზიარეა იმ ტკივილის, რომელიც აქვს ზაზა სარალიძის ოჯახს და არა მართო მათ... ყველა ვართ მშობლები, ყველას გვეზრდება შვილები და მე მესმის ის ენით აუწერელი სიმწარე, რაც შეიძლება მშობელმა განიცადოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ „მაესტროს“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

 

„პირველი ვალდებულება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ უნდა დარჩეს. მთავარმა პროკურორმა მიიღო საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ეს პროცესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ვიღაცამ პოლიტიკურად ისარგებლოს და ანგაჟირება ჰქონდეს მიმდინარე პროცესების. ადამიანის ტკივილი თავისი მიზნების მისაღწევად არავინ არ უნდა გამოიყენოს! ჩვენი მიზანია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რომლებიც არსებობს და რაც მთავარია საზოგადოებას დაუცველობის და გაურკვევლობის შეგრძნება არ ჰქონდეს“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner