logo_geo
eng_logo
ფილარმონიასთან, „ქართული მარშის“ აქციაზე 5 პირი დააკავეს
- +

1 ივნისი. 2018. 20:04

 

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში „ქართული მარშის“ აქცია მიმდინარეობს, 5 პირი დააკავეს. ერთი მათგანი ქალია. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

ხუთივე დაკავებული პოლიციამ ტერიტორიიდან იმ დროს გაიყვანა, როდესაც ისინი ჟურნალისტებთან კომენტარებს აკეთებდნენ.

 

აქციის მონაწილეების ნაწილი ცდილობს, გზის სავალ ნაწილზე გადასვლას, რასაც პოლიცია ხელს უშლის.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner