logo_geo
eng_logo
უცნაური მოვლენები თუ უბრალოდ დამთხვევები?
- +

4 მაისი. 2016. 16:48


1902 წელი, პარიზი. 29 დეკემბრის ღამეს, ზუსტად პირველ საათსა და ხუთ წუთზე ქალაქში ყველა საათი გაჩერდა. რა გახდა ამ მოვლენის მიზეზი, დღემდე ამოუხსნელია. მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, იმ დროისთვის არავითარ განსხვავებულ ატმოსფერულ მოვლენას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, პარიზის იმდროინდელი მაცნე იუწყებოდა, რომ დროის სწორედ ამ მონაკვეთში ბევრი ადამიანი თავბრუსხვევასა და გულისრევას გრძნობდა.


 


„ხტუნია ჯეკი"


1837 წელს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით ადამიანის მსგავსი ფიგურა შენიშნეს, რომელიც უცნაურად დახტოდა. შეშინებული თვითმხილველები მას სხვადასხვაგვარად აღწერდნენ. ზოგიერთი ირწმუნებოდა, რომ ფრთოსანი და რქიანი ურჩხული დაინახეს,ზოგიერთის თქმით კი იგი ძლიერი აღნაგობის მამკაცი იყო, რომელსაც თავზე მუზარადი ეხურა და ლაბადა ეცვა. მას რატომღაც „ხტუნია ჯეკი" (Spring Heeled Jack )  შეარქვეს.


3


„ხტუნია ჯეკი" პირველად ფერმერის ქალიშვილს, პოლი ადამსს, დაესხა თავს. პოლი ლონდონის ერთ-ერთ ლუდხანაში მუშაობდა. ქალმა ყვირილი ატეხა და მასთან ბევრმა მიირბინა საშველად, ჯეკმა კი ხტუნვით უშველა თავს. ერთი წლის, შემდეგ „ხტუნია ჯეკის" არსებობა სერ ჯონ ქევანმაც დაადასტურა. მან ერთ-ერთი თვითმხილველისგან წერილი მიიღო, რომელიც მას დახმარებას სთხოვდა. წერილი გაზეთში გამოაქვეყნეს და ამის მერე სხვებმაც გაბედეს დაწერა. მანამდე შეშინებულნი და დაბნეულნი იყვნენ, საკუთარი ამბის მოყოლას ვერ ბედავდნენ, ფიქრობდნენ, გიჟად ჩაგვთვლიანო.


ქევანის წერილის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, თებერვლის ღამეს, ახალგაზრდა და ლამაზ ჯეინ ალსოპს კარზე ძლიერი ბრახუნი მოესმა. იგი მამასა და ორ დასთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც კარის გასაღებად მივიდა,  კაცის აჩრდილი დაინახა. მან საკუთარი თავი პოლიციის ოფიცრად გაასაღა და სანთლის მიტანა ითხოვა. ირწმუნებოდა, „ხტუნია ჯეკი" დავიჭირეო. აღელვებულმა ჯეინმა სანთელი გაუწოდა. როგორც კი მან უცნობს სანთელი გადასცა, ამ უკანასკნელმა ყელში სტაცა ხელი, მისი თავი იღლის ქვეშ მოიქცია და კაბის შემოხევას შეეცადა. ჯეინმა შემზარავი კივილი მორთო, თავი როგორღაც გაითავისუფლა და გაიქცა, უცნობმა იგი მაინც დაიჭირა, თმებში ჩაჰკიდა ხელი, სახესა და კისერში კლანჭები ჩაასო. ამ ბრძოლასა და წივილ-კივილში ხმა ჯეინის დას მოესმა და ქუჩაში გავარდა. ვიდრე კიდევ სხვა ვინმე მივიდოდა, ჯეკი დების თვალწინ ახტა-დახტა და სიბნელეში გაუჩინარდა. ჯეინმა გონება დაკარგა. როდესაც მოასულიერეს, თავდამსხმელი აღწერა, მისი თქმით, იგი ადამიანს არ ჰგავდა, თავზე მუზარადი ეხურა, შავი ლაბადის ქვეშ ტანზე მოტმასნილი თეთრი სამოსი ეცვა, შემაძრწუნებული თვალები ჰქონდა, ცეცხლოვან ბურთებს მიუგავდა, თითებზე -კლანჭები, პირიდან კი ცისფერი და თეთრი ალი ამოსდიოდა. როგორც შემდეგში გაირკვა, ჯეინი მისი ერთადერი მსხვერპლი არ ყოფილა.


18 წლის ლუსი სკალსს ჯეკი ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ შეხვდა. ლუსი ყასბის და იყო. ერთხელ სახლიდან გამოსულმა უკაცრიელ ქუჩაზე მაღალი, შავლაბადიანი ფიგურა დაინახა, რომელიც თითქოს სიბნელიდან გადმოხტა და ლუსის ცისფერი ალი შეაფრქვია სახეზე. მას თვალთ დაუბნელდა. ლუსიზე თავდასხმის შემდეგ „ხტუნია ჯეკი" ლონდონის ტაუერზე დაინახეს. მთელი ლონდონი შიშმა შეიპყრო.


1850-1860 წლებში იგი ინგლისის სხვა ქალაქებშიც გამოჩდა. 1860 წელს ბოროტმოქმედი ხალხმა მიიმწყვდია და მან თავი იმით დაიხსნა, რომ გარშემოხველ ხალხს გადაახტა. მისი შიშით მშობლები ბავშვებს ქუჩაში აღარ უშვებდნენ. 1870 წელს საქმეში გვარდია ჩაება, „ხტუნია ჯეკს" ხაფანგები დაუგეს. როგორც აღწერენ, მან თავისი ყინულივით ცივი ხელები ჯარისკაცებს შემოკრა, ხაფანგიდან თავი გაითავისუფლა და გაიქცა.

1877 წელს განრისხებული ლონდონელები მის მოკვლას შეეცადნენ, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს სრულიად ნათლად იგი 1904 წელს ლივერპურში დაინახეს. ქალაქის მცხოვრებლების თვალწინ სახლის სახურავზე ხტებოდა და ასე წინ და უკან დარბოდა, რამდენიმე ლივერპულელმა მამაკაცმა მისი შეპყრობა სცადა, თუმცა „ხტუნია ჯეკი" ხტუნვა-ხტუნვით სიბნელეში გაუჩინარადა. „ხტუნია ჯეკის" ამბავს რამდენიმე ავტორი მოგვითხრობს. ეს ისტორია ჩარლ ბერლიცის „მეოცე საუკუნის უცნაურ და აუხსნელ საიდუმლოებებშიცაა" შესული. ბერლიცი ირწმუნება, რომ ლუსი სკალსმა  დროებით კი არა, საბოლოოდ დაკარგა თვალისჩინი.


 გაუჩინარებული მატარებელი


1911 წელს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე იდუმალებით მოცული გაუჩინარება დაფიქსირდა. 14 ივლისს იტალიელი ტურისტები იტალიის რკინიგზის სადგურიდან გაემგზავრნენ, მატარებელი გვირაბში შევიდა და იქიდან აღარ გამოსულა. სამვაგონიანი ორთქლმავალი  და 106 მგზავრი კი უკვალოდ გაუჩინარდა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner