ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე ამ დროისთვის მთლიანობაში აქციის 9 მონაწილეა დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. თუმცა უწყებაში, ზუსტ რიცხვს, თუ რამდენი ადამიანი გაიყვანეს ტერიტორიიდან, ვერ ასახელებენ.
აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი რამაზ გაგნიძე, ასევე, აქციის მონაწილე ტრისტან წითელაშვილი და გურამ ქართველიშვილი. დაკავებულებიდან ერთ-ერთი ქალია.
აქცია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, თუმცა ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს უფლებას არ მისცემენ, რომ ქვეყანაში რაიმე სახის დესტაბილიზაცია მოხდეს.