გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ვითარების სათავისოდ გამოყენების „ნაცური“ ნიჭით – ჩვეულებრივი ადამიანური ტრაგედია ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად დააყენეს პოლიტიკურ რელსებზე, ძალიან სწრაფად დაძრეს ადგილიდან და უზარმაზარი ინერციაც მიანიჭეს! შედეგებიც მოიმკეს!
ასევე გულწრფელად გაოცებული ვარ მათივე უნიჭობით და წინდაუხედაობით: ასი წლის შემდეგ რა მოხდება, ამის წინასწარმეტყველება მიჭირს, მაგრამ ასპროცენტიანი ალბათობით შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ უახლოესი 30 წლის განმავლობაში მათ ხელისუფლებაში მისვლის არავითარი შანსი არა აქვთ.
სამაგიეროდ, ამ ყოვლად მახინჯი ქმედებებით (რაც დღეს ხდება!) ისინი უეჭველად მიაღწევენ ხელისუფლების რადიკალურად და რევანშისტულად განწყობილი პერსონებით დაკომპლექტებას, კოჰაბიტაციის ეპოქის დასასრულს და სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მძვინვარე ანტინაცური რეპრესიების დაწყებას. სანდრა, ზვიადი, გირჩი, რომანი და ელისო კილაძე ამ პროცესს ვერ შეაჩერებენ. მე რომ ხელისუფლება ვიყო, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებდი.
ავტორი თემურ ქორიძე