უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს:
„მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მოგმართავთ თხოვნით განსაკუთრებულად დაიცვათ სარალიძის პირადი უსაფრთხოება შესაძლებლობის ფარგლებში!
გუშინ ჯერ კუპრავამ გააჟღერა და მერე ამ უბედურმა მამამ, რომლის ემოციაზეც კარგად თამაშობს კუპრავა გაიმეორა, რომ შეიძლება მომკლათო, ეს ტყუილად არ იქნებოდა გაჟღერებული კუპრავას მხრიდან, დიდი ალბათობაა მათ ბინძურ და ბოროტ ტვინში მზადდებოდეს მზაკვრული გეგმა, ისევე როგორც ვაზაგაშვილის დროს მომზადდა და მამა შვილს დააკლეს საფლავზე!
ძალიან დიდი ყურადღება და სიფრთხილე მართებს ყველას, ეგენი საკუთარ ოჯახის წევრებსაც მოკლავენ იმისთვის რომ სათავეში მოვიდნენ!
ეს განცდა მარტო მე არ დამეუფლა, იქ აქციაზე მყოფ ბევრ ჩემს მეგობარს ენიშნა ცუდად!“ - წერს ინგა ბერიკაშვილი.