„არ გააკაროთ ეს ადამიანი ხალხმრავალ ადგილს...“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი მალხაზ მაჩალიკაშვილზე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქართველი ხალხის სიყვარული არა, კვახი... არ მჯერა მე ამ ადამიანის, ეს არის ტერორისტი და ტერორისტები საზოგადოებისგან იზოლირებულნი უნდა იყვნენ... ბანდიტია ეს კაცი და ბანდიტური წარსული აქვს ამ გარეწარს... ჩვენსავე მიწაზე, ჩვენვე გვემუქრება... საწყალი მისი შვილი, ძალიან მეცოდება, თურმე რა მამა ჰყოლია? გადავირიე... ლამის „შარიათზე დაგვიფიცონ“...“ - წერს ლიპარტელიანი.
ცნობისთვის, პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ რამდენიმე ასეულობით ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ მისულიყვნენ სუს-ში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ხალხის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს.