logo_geo
eng_logo
რუსუდან სარაძე: დიდი ბოდიში, მაგრამ ამოვიდა ყელში!
- +

2 ივნისი. 2018. 00:19

 

„ბევრგან შემხვდა დახვრეტილი მამაჩემის ფოტო, ათასგვარი, სამართლიანი კომენტარით და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას. თუმცა, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემთვისაც კი გაცვდა ფრაზები - „სად იყავი მაშინ ?!“ და ა.შ… დიდი ბოდიში, მაგრამ ამოვიდა ყელში!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველამ საუკეთესოდ ვიცით ვინ სად იყო, მაგრამ ახლა რა ვქნათ, ახლა?

 

დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ცოცხებს აღარ გვიკეთებენ და დიდი ბოდიში, თუ ეს აღარ გვაკმაყოფილებს!

 

რუსთაველზე რაც ხდება, გულისამრევია და ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, უნდა თუ არა ეს ვინმეს, მაგრამ ხალხმა, ადამიანებმა, რომლებიც გვაწამა, გვხოცა, გვაუპატიურა სააკაშვილის ბანდამ, რა გავაკეთოთ? გვეცოდება გამწარებული კაცი, მაგრამ უკვე რომ ზუსტად ვიცით, ამის უკან, ისევ წამება, ისევ კვლა და გაუპატიურება დგას, მაგრამ სამართალი დღემდე ვერ გვიპოვნია, ვის მივმართოთ?

 

გავიმეორებ - გული მტკივა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მართლა უდიდესი მონაპოვარი, მართლა სასწაული, ასე განიავდა მაგრამ ახლა მომავალია გადასარჩენი.

 

მე, რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის შვილი, რამდენიმე დღეში გაჩვენებთ ყველას, კარვის დაცემა როგორ უნდა - სექტასაც, თქვენს დედებსაც და ხელსუფლებასაც.

 

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ამასობაში, მე ამას გავაკეთებ, სულ რომ მარტო დავრჩე და თქვენ, ზონდერკუპრავაზე აღშფოთებულო და გადარეულო ხალხო, განსაკუთრებით, თბილისელებო, იქ დაგელოდებით. თუ დამხვდა საერთოდ საქართველო ადგილზე და თუ ამასობაში ვინმე ახალმა ავანტიურისტმა არ გადაგვაბრუნა“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner