logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ეს ყველაფერი ტრაგიკომიკური ფარსიც აღარ არის! ეს არის შიზოფრენია...
- +

2 ივნისი. 2018. 00:42

 

„ეს ყველაფერი ტრაგიკომიკური ფარსიც აღარ არის. ეს არის შიზოფრენია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი სოსო მანჯავიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გამოდის ბატონი ზაზა სარალიძე და აცხადებს, რომ სუს-მა დააპირა მისი მოპარვა და მეგობრებმა იხსნეს. კუპრავა ამბობს, რომ თინა ხიდაშელის ძმამ აცნობა იმავე სუს-ის განზრახვაზე, დაჭრან ზაზა სარალიძე. ეს ყველაფერი ტრაგიკომიკური ფარსიც აღარ არის. ეს არის შიზოფრენია.

 

თანაც ეს ორმხრივი შიზოფრენიაა, რომელიც ძალიან ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს.

 

ამ ადამიანებს არა აქვთ გაცნობიერებული მათი მოქმედებებიდან გამომდინარე შედეგების სიმძიმე.

 

ისევე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ პასუხიმგებლობის განცდა...

 

რაც შეეხება დადუნაშვილის მამისათვის სტვენას და ყვირილს, ასეთი სამარცხვინო საქციელი იშვიათად მინახავს.

 

ცხადია, ტელევიზიების ტრადიციული სამარცხვინო და პროვოკაციული მოქმედებების გარდა“, - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner