logo_geo
eng_logo
ჯანი ინფანტინო: „ლესტერის“ ისტორია ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხბურთში
- +

4 მაისი. 2016. 17:08


ფიფა-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ინგლისის პრემიერ ლიგაზე „ლესტერის" ტრიუმფთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საფეხბურთო ისტორიაა.


„ეს ზღაპარია. „ლესტერის" ისტორია ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც ფეხბურთში შეიძლებოდა მომხდარიყო. სეზონის დასაწყისში ან მისი მიმდინარეობის დროს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „მელიები" ინგლისის ჩემპიონები გახდებოდნენ. ეს გამარჯვება არა მხოლოდ მათ გულშემატკივრებს, არამედ ფეხბურთის ყველა მოყვარულს აბედნიერებს, რადგან ყველანი სპორტის ამ სახეობის მაგიის შემსწრენი გავხდით", - განაცხადა ინფანტინომ.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 36-ე ტურში, „ტოტენჰემმა" „ჩელსისთან" ქულები დაკარგა (2:2) და „მელიები" ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ავტომატურად გახდნენ ჩემპიონები. აღსანიშნავია, რომ „ლესტერმა" ჩემპიონობა ისტორიის მანძილზე პირველად მოიპოვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner