თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოიკითხება. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათი თქმით, დღეს ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაშია დაბარებული.
ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება”.
ზვიად კუპრავამ ამ ადამიანის გამოკითხვა მოითხოვა.