სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ცნობისთვის: მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია.
არც ვატო ლებანიძე არ არის სუს-ის თანამშრომელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია, სანამ გაავრცელებთ“, - წერს ნინო გიორგობიანი.
ცნობისთვის, ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება”.
თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოიკითხება. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათი თქმით, დღეს ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაშია დაბარებული.