logo_geo
eng_logo
ნინო გიორგობიანი: მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია
- +

2 ივნისი. 2018. 00:57

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ცნობისთვის: მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია.

 

არც ვატო ლებანიძე არ არის სუს-ის თანამშრომელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია, სანამ გაავრცელებთ“, - წერს ნინო გიორგობიანი.

 

ცნობისთვის, ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება”.

 

​თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოიკითხება. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათი თქმით, დღეს ის ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაშია დაბარებული.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner