„ქედს ვუხრი ულამაზესი, უწესიერესი ბიჭის ლევან დადუნაშვილის მშობლებს“, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:
„როგორ ღირსეულად გამოვიდა მისი მამა. როგორ, მას არ სტკივა თავისი ანგელოზივით შემთხვევით მოკლული შვილი? მას ჰქონია ღირსება თუ ჰქონია. ამხელა ტკივილის მერე გამოდის და ამბობს, რომ აძლევს ხელისუფლებას შანსს და ელოდება გამოძიებას! ჩვენი თაყვანისცემა ამ მოთმინებით სავსე კაცს! ეს ყოფილა კაცი! და როგორ ზმუილით შეხვდა მართლა იქ მდგომი ნაცხროვა, არ მოეწონათ მისი ღირსეული სიტყვა!“ - წერს ნინო ჯღარკავა.