logo_geo
eng_logo
„პრაქტიკულად არ მაქვს ჩემს ძმასთან ურთიერთობა“, - თინა ხიდაშელი მის ძმასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმიანება
- +

2 ივნისი. 2018. 01:05

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მის ძმასთან, მიხეილ ხიდაშელთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმიანება. ამ საკითხზე ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე. მოკლე კომენტარი:

 

  1. არაფერი ვიცი იმაზე, რასაც ამბობს.

 

  1. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა.

 

  1. ვერ ვხედავ ვიდეოში რა ხდება და ამიტომ არ ვიცი, ის არის თუ არა გადაღებული. უბრალოდ არ ჩანს, თორემ მამა ერთი გვყავდა და ამოვიცნობდი აუცილებლად.

 

  1. აქვე ინფორმაციისთვის, სუს-ში არასოდეს უმუშავია, და პოლიციიდან ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.

 

  1. ზოგადად, მე თუ მკითხავთ, მე მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

 

  1. მედიის საყურადღებოდ, ტელეფონის ნომერი არ ვიცი“, - წერს თინა ხიდაშელი.

 

თინა ხიდაშელის ძმა მიხეილ ხიდაშელი შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. უწყების ინფორმაციით, ხიდაშელი შსს-ში გამოკითხვის მიზნითაა დაბარებული. ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასსა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება“. კუპრავამ მისი გამოკითხვა მოითხოვა.

 

აქვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ ხიდაშელი სუს-ის თანამშრომელი არასდროს ყოფილა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner