logo_geo
eng_logo
მიხეილ ხიდაშელი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა
- +

2 ივნისი. 2018. 01:10

 

 

თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.

 

პირველი არხის ინფორმაციით, ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში შესვლისას მას კომენტარი არ გაუკეთებია. მისივე ცნობით, თავდაპირველად, მან უარყო, რომ ის მიხეილ ხიდაშელი იყო.

 

ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება“.

 

ზვიად კუპრავამ ამ ადამიანის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner