თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი რომელიც პარლამენტთან აქციაზე ზვიად კუპრავამ ახსენა, შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა.
პირველი არხის ინფორმაციით, ორთაჭალაში მდებარე შსს-ს შენობაში შესვლისას მას კომენტარი არ გაუკეთებია. მისივე ცნობით, თავდაპირველად, მან უარყო, რომ ის მიხეილ ხიდაშელი იყო.
ზვიად კუპრავას განცხადებით, „თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება“.
ზვიად კუპრავამ ამ ადამიანის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა.