logo_geo
eng_logo
რონალდო: ზიდანს ტრიბუნებიდან ვუგულშემატკივრებ!
- +

4 მაისი. 2016. 17:20


მადრიდის „რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონალდომ „სამეფო კლუბის" ამჟამინდელი თავკაცის ზინედინ ზიდანის საქმიანობა შეაფასა და აქვე აღნიშნა, რომ „ბარსელონას" ფორვარდი ნეიმარი კლუბს არ შეიცვლის.


„ზიდანი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვისთანაც მითამაშია. ახლა იგი თავისი ფილოსოფიითა და საფეხბურთო სტილით, „რეალს" კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის. მან კარგი სამუშაო გასწია. „მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მას „სანტიაგო ბერნაბეუს" ტრიბუნიდან ვუგულშემატკივრებ.

 

რაც შეეხება ნეიმარს, ვფიქრობ, რომ იგი არსად წავა, რადგან „ბარსელონას" სათამაშო სტილს კარგად ერგება. ჩემი აზრით, მისი ტრანსფერი არ განხორციელდება", - განაცხადა რონალდომ „Canal+"-თან საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში გასვლისთვის იბრძვის. ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს „სამეფო კლუბი" დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე, „მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს. კლუბებს შორის პირველი შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner