„რომელი გლოვის ფორმატში ან სამართალისთვის ბრძოლის ფორმებში ეტევა ის, რაც მოხდა ლევან დადუნაშვილის მამასთან მიმართებაში?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ლევანი, რომელიც დათუნას სიცოცხლის გადარჩენას შეეწირა... აი, ამ ბიჭის მამას დაუსტვინეს, სიტყვა გააწყვეტინეს, ცილი დასწამეს, რომ სუს-ის მანქანით მოვიდა...
...და ზაზამ რა რეაქცია გააკეთა ამ სამარცხვინო ფაქტზე?... დაიცვა?... გააპროტესტა?... შეურაცხყოფად მიიღო?...
რა იყო?... ლევანს არ ვგლოვობთ?...“ - წერს ხათუნა ხოფერია.