ევროპარლამენტის დეპუტატის პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, ევროპარლამენტში აქტიურად მოქმედებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მომხრეები, რომლებიც ფულს მოსკოვიდან იღებენ.
„მიუკერძოებელი დეპუტატების რიცხვი ძალიან დიდია, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არსებობენ პუტინის მიმართ სიმპათიით განწყობილები და პუტინი მათ ამაში ფულს უხდის. ჩვენ შესაბამისი მტკიცებულებებიც გვაქვს.
ევროპარლამენტში რუსეთის პრეზიდენტის მოწინააღმდგეები ჭარბობენ, მაგრამ კრემლის პოლიტიკის გავლენა მაინც იგრძნობა“, - განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.